Google ადასტურებს, რომ ელფოსტის წერილებს, რომლებსაც Gmail-ის მომხმარებლები ერთმანეთს უგზანვნიან, ზოგჯერ გარე აპლიკაციის დეველოპერები კითხულობენ.
BBC წერს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი Gmail-ის ანგარიშით წვდომა აქვთ რომელიმე აპლიკაციაზე, ისინი ამ აპლიკაციების პერსონალს შესაძლეობლობას აძლევენ, მათი წერილები წაიკითხონ. WSJ -ის ინფორმაციით, ეს ძირითადად ეხება იმ აპლიკაციებს, რომლებზეც Gmail-ის მეშვეობით რეგისტრირდება მომხმარებელი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სერვისის აპლიკაცია, მაგალითად, მოგზაურობის დასაგეგმი, ფასების შესადარებელი და ა.შ.
BBC-ის ცნობით, ამ აპლიკაციების გადმოწერისას Gmail-ის მომხმარებელი დეველოპერებს უნებურად უფლებას აძლევს, მისი წერილები იკითხონ.
WSJ-თან საუბარში კომპიუტერული პროგრამების ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკუთარი აპლიკაციების დასახვეწად ან ახალი აპლიკაციის შესაქმნელად Gmail-ის მეშვეობით გაგზავნილ და მიღებულ ასეულობით წერილს კითხულობენ.
“ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს ბინძური სიმართლეა, თუმცა ეს რეალობაა,” – ამბობს დეველოპერული კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.
Google აცხადებს, რომ Gmail-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება და გააუქმოს ყველა ყველა ის აპლიკაცია, რომლისთვისაც ინფორმაციის გაზიარება არ სურს. Gmail მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია მეილია და დღეს მას 1.4 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.