ახალი ამბები

ქუთაისში ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის სასამართლო სხდომა განახლდა

29 იანვარი, 2014 • • 1035
ქუთაისში ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის სასამართლო სხდომა განახლდა

წინა ორი სხდომის მსგავსად დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს:

 

„ჩვენ დღეს მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავასრულოთ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა და სავარაუდოდ ხვალ დაცვის მხარე წარმოადგენს თავის მტკიცებულებებს. დღეს დაგვრჩა ნაწილი იმ 21 837 პირის ხელშეკრულებებიდან წასაკითხი, ანუ სახელობით სიას წავიკითხავთ, ასევე გამოვიკვლევთ დისკებზე არსებულ ინფორმაციას და ვიდეოსიუჟეტებს, რაც დაკავშირებულია ამ პროგრამის განხორციელებასთან,“ – ამბობს პროკურორი ქეთევან ჩაჩავა.

რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს და მათი მტკიცებულებების გამოკვლევას, ეს პროცესი სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე დაიწყება:


„პროკურატურამ ვერ წარმოადგინა 4 ათასი მოწმე, ხოლო დაკითხული დაახლოებით 160 მოწმიდან პრაქტიკულად ბრალი არ დადასტურებულა და ბრალი არ იკვეთება იმ წერილობით დოკუმენტაციაში, რომელსაც უკვე მესამე სხდომაა კითხულობს ბრალდების მხარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან ან ზეგიდან მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენი მოწმეები წარმოვადგინოთ,“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი