ახალი ამბები

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია პოლიციამ არ დაშალა [ფოტო/ვიდეო]

28 იანვარი, 2014 • • 1193
“პარტიზანული მებაღეობის” აქცია პოლიციამ არ დაშალა [ფოტო/ვიდეო]

“პარტიზანული მებაღეობის” წევრებმა განგაში დღეს დილით, 11 საათზე გამოაცხადეს. მათი თქმით, ინვესტორის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დამონტაჟებული ბარიერების გადატანა უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც მუშებმა პოლიცია გამოიძახეს. 

 

ადგილზე მისულმა პოლიცამ ნატა ფერაძეს, ერთ-ერთ აქტივისტს, ბარიერების აღება და აქციის შეწყვეტა სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრა, რომ პოლიცია ძალის გამოყენებით აიღებდა ბარიკადებს. პარტიზანებმა დაშლის ნაცვლად ყოფილ რესტორან ბუდაპეშტამდე მისასვლელ ბილიკზე ჩამწკრივდნენ და ცოცხალი კედელი შექმნეს. 

 

დღის სამ საათზე აქციის მონაწილეების რაოდენობა ასამდე იყო გაზრდილი. 

 

აქციის მონაწილეები პოლიციის მოსვლასა და მათ დაშლას ელოდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი არ დაშალა. საღამოს ხუთი საათისთვის კი ტერიტორია დატოვა. “პარტიზანული მებაღება აღნიშნულ ტერიტორიაზე “მორიგეობას” აგრძელებს, რათა ინვესტორმა არ გააგრძელოს შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობა. მათ სამშენებლო ტერიტორიის გვერდით “ბანაკი” აქვს მოწყობილი, სადაც ღამეს ათევენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი