ახალი ამბები

ვაკის პარკში პოლიცია მივიდა

28 იანვარი, 2014 • • 1143
ვაკის პარკში პოლიცია მივიდა

ვაჟა კაკუშაძის თქმით, ყოფილ რესტორან “ბუდაპეშტის” ტერიტორიაზე დღეს დილით მისულმა მუშებმა მოისურვეს, რომ იმ ადამიანების მიერ აღმართული ბარიერები, რომლებიც ამ ადგილას შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, გადაეტანათ.

 

თუმცა მებაღეობის წევრებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და მუშებმა ვერ შეძლეს ბარიერების გადატანა. ამის შემდეგ მათ პატრულს გამოუძახეს. ვაჟა კაკუშაძის თქმით, პატრულის სამი ეკიპაჟი 20 წუთის წინ მივიდა და მუშებსა და მებარეობის წევრებს ესაუბრება, გვითხრა ვაჟა კაკუშაძემ. 

 

ბარიკადბის აღების მცდელობისას/ ფოტო; პარტიზანული მებაღეობა თბილისში
ბარიკადბის აღების მცდელობისას/ ფოტო; პარტიზანული მებაღეობა თბილისში

მუშები ვაკის პარკის ტერიტორიაზე დღეს დილით მივიდნენ.  

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრები ვაკის პარკში ყოფილ რესტორან ბუდაპეშტის ადგილას შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებელობას ეწინააღმდეგებიან. მათ ტერიტორია ჰქონდათ შემოღობილი და ამბობენ, რომ ინვესტორს სასტუმროს აშენების უფლებას არ მისცემენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი