ახალი ამბები

მერაბიშვილი სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს

28 იანვარი, 2014 • • 937
მერაბიშვილი სიცრუის დეტექტორით დაკითხვას ითხოვს

“საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მე არ გავუყვანივარ არავის საკნიდან, ამიტომ მე ვაცხადებს, რომ მზად ვარ სიცრუის დეტექტორზე გავიარო ტესტი.

 

რა თქმა უნდა, ვერ გაბედავს ვერც სუბარი, ვერც ფარცხალაძე, ვერ გაბედავენ თვითონ დაიკითხონ დეტექტორზე, მაგრამ მე მზად ვარ დავასაბუთო ჩემი სიმართლე.

 

ვთხოვ პროკურატურას, გამოიყენოს დეტექტორი. ახლა ბოდიშს გიხდით, უნდა დაგტოვოთ,” – განაცხადა მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოსო ჯაჭვლიანის დაკითხვა მიმდინარეობს.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ფარულად გაიყვანეს საკნიდან, რის შემდეგაც შედგა მისი შეხვედრა მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც, მერაბიშვილის თქმით, მას დაემუქრა, თუკი არ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან. მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ციხის პერიმეტრზე არსებულ ვიდეოსათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული იქნებოდა მისი გაყვანა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ვიდეომასალა არ იყო შენახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი