ახალი ამბებიკომენტარი

მალხაზ ხარბედია: ნარკოტიკების მოხმარება დანაშაული არ არის, ეს სხვა რიგის პრობლემაა

29 ივნისი, 2018 • 2430
მალხაზ ხარბედია: ნარკოტიკების მოხმარება დანაშაული არ არის, ეს სხვა რიგის პრობლემაა

მალხაზ ხარბედია, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი:

„სადამსჯელო ზომები ვერასდროს უზრუნველყოფს ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირებას. უბრალოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარება დანაშაული არ არის, ეს სხვა რიგის პრობლემაა, რომელთანაც ხისტი საკანონმდებლო ღონისძიებებით ვეფერს გახდება სახელმწიფო. პირიქით, ასე კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისი.

ციხე, შეიძლება ითქვას, ხელს უწყობს ნარკო-ბაზრის სიცოხცხლისუნარიანობასაც და, რაც მთავარია, მენტალური თვალსაზრისითაც დიდ როლს თამაშობს ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და დახვეწაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალოვანი პოლიტიკა ამ „დახვეწის“ ერთ-ერთი მონაწილეა.

განათლების სისტემაში არაფერი იციან პრევენციის პროგრამების შესახებ. შსს სისტემაში კი იმდენად მოუქნელები არიან განათლების თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე შეუძლებლადაც კი მიმაჩნია ეფექტური თანამშრომლობა.

ნარკომომხმარებლის ადგილი ციხეში არაა. ცალსახად. ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულის და სასჯელის ცნებებს მიღმაა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“.

 

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი