ახალი ამბები

“პარტიზანული მებაღეობის” განგაში ვაკის პარკში

28 იანვარი, 2014 • • 1136
“პარტიზანული მებაღეობის” განგაში ვაკის პარკში

მოქალაქე ვაჟა კაკუშაძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც მათ ჰქონდათ შემოღობილი, დაცვის პოლიცია და მუშები მივიდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სამშენებლო სამუშაოები უნდა გააგრძელონ.

 

“დაცვს წევრები მოვიდნენ, როგორც ახლა ჩანს და როგორც თვითონ ამბობენ, მუშაობის განახლებას აპირებენ. დაცვის პოლიციის მანქანა მოვიდა და კერძო დაცვის სამსახური, რომლებიც ერთ შემოსასვლელში მოვიდნენ, ბარიკადებს ათვალიწერებდნენ და ჩამოხსნეს ინვესტორის სურათი, რომელიც დაკიდებული გვქონდა”,- გვითხრა ვაჟა კაკუშაძემ. 

 

პარტიზანული მებაღეობის წევრები ვაკის პარკში
პარტიზანული მებაღეობის წევრები ვაკის პარკში

“პარტიზანული მებაღეობა თბილისში” წევრები ყოფილ რესტორან ბუდაპეშთან მორიგეობენ. ვაჟა კაკუშაძე ამბობს, რომ ამჟამად 30 წევრი იმყოფება იქ, თუმცა ელის, რომ სხვებიც შეუერთდებიან და 600 ადამიანამდე მოგროვდებიან.

 

კაკუშაძის თქმით, დაცვის პოლიციამ მათ უთხრა, რომ ტერიტორიის ინვესტორი მათთან შესახვედრად მივა, თუმცა როდის, არ იციან. 

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრები ვაკის პარკში ყოფილ რესტორან ბუდაპეშტის ადგილას შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებელობას ეწინააღმდეგებიან. მათ ტერიტორია ჰქონდათ შემოღობილი და ამბობენ, რომ ინვესტორს სასტუმროს აშენების უფლებას არ მისცემენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი