გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.
დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.