საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უახლესი 3 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს.
meteo.gov.ge-ს მონაცემებით, სიცხეა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, სადაც 19 და 21 ივლისს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსი იქნება, სამშაბათს, 20 ივლისს კი, 41 გრადუსს მიაღწევს.
19-20 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს დასავლეთ საქართველოს ბარშიც, 21 ივლისს კი ნალექია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე დაიკლებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში, meteo.gov.ge-ს მონაცემებით, 19 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, 20-21 ივლისს კი დღის განმავლობაში ტემპერატურა 39-38 გრადუსამდე გაიზრდება.