მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრადებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა შეეფერდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ პირსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი 26 ივნისს დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს. სსკ-ს 19-108-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, ( 376-ე მუხლს) ამ შემთხვევაში სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს თბილისში დაჭრეს.