ახალი ამბები

ომბუდსმენი: არ უნდა დარჩეს არც ერთი კონფესია დაფინანსების გარეშე

27 იანვარი, 2014 •
ომბუდსმენი: არ უნდა დარჩეს არც ერთი კონფესია დაფინანსების გარეშე

“ჩვენი რეკომენდაცია მდგრომარეობდა იმაში, რომ კონფესიების დაფინანსების საკითხზე დაწყებულიყო დიალოგი და შემუშავებული ყოფილიყო გარკვეული მოდელი დაფინანსებისა. ვფიქრობ, დაფინანსების საკითხი რელიგიების უნდა გახდეს დისკუსის საგანი, თუ ვინ უნდა მიიღოს დაფინანსება. არ უნდა დარჩეს კონფესია დაფინანსების გარეშე”,- განაცხდა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

 

ომბუდსმენის თქმით, უნდა შემუშავდეს მოდელი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებები დაფინანსდება. 

 

“ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ არავინ დარჩეს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში,” – ამბობს სახალხო დამცველი. 

 

დღეს საქართველოს მთავრობა განიხილავს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ სომხურ, იუდაისტურ, მუსლიმურ და კათოლიკურ კონფესიებს ბიუჯეტიდან დაფინანსება მიეცემათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი