ახალი ამბები

ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი კონფესია დაფინანსდება

27 იანვარი, 2014 •
ბიუჯეტიდან კიდევ ოთხი კონფესია დაფინანსდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ოთხი რელიგიური გაერთიანება საბჭოთა კავშირის პერიოდში დაზარალდა. 

 

“‘ხშირად გვესმის ოპოზიციისგან, რომ ჩვენი მთავრობის პერიოდში გახშირდა კონფლიქტები რელიგიურ ნიადაგზე, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიის მიმართ. ამის დატურია ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომელიც შეეხება 4 რელიგიური მიმართულების დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს დაფუძნებული იქნება იგივე პრინციპზე, რომლითაც ვაფინანსებთ მართლმადიდებლურ ეკლესიას”,- განაცხდა ღარიბაშვილნა მთავრობის ხდომის დაწყების წინ.

 

მას არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა, თუ რამდენით დაფინანსდება აღნიშნული კონფესიები, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და ის პროპორციულად გადანაწილდება.

 

მისი თქმით, საქარაველოს მთავრობის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. მთავრობის დადგენილების პროექტი “საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხოციელების წესის დამტკიცების თაობაზე” დღევანდელ სხდომაზე განიხილება. მომხსენებელი პაატა ზაქარეიშვილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი