ახალი ამბები

მუსლიმი სასულიერო პირები ძალოვნების მხრიდან ზეწოლაზე ომბუდსმენს ესაუბრნენ

23 იანვარი, 2014 • • 959
მუსლიმი სასულიერო პირები ძალოვნების მხრიდან ზეწოლაზე ომბუდსმენს ესაუბრნენ

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუსლიმი სასულიერო პირების თქმით, 2010 წელს მუსლიმთა სამმართველოს შექმნის დღიდან ძალოვანი უწყებები უხეშად ერევიან სამმართველოს საქმიანობაში, მათ შორის, 2013 წლის 25 დეკემბერს ახალი შეიხის რამინ იჯიდოვის არჩევაში.

 

მუსლიმი სასულიერო პირების ინფორმაციით, საქართველოს ძალოვან უწყებებში იგივე ადამიანები განაგებენ მუსლიმთა საკითხებს, ვინც 2005 წლიდან განაგებდა და ეს პირები წლებია ახდენენ მუსლიმთა თემის სამართლიანი მოთხოვნების იგნორირებასა და რიგ შემთხვევებში ზეწოლას.

 

“როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 8 დამფუძნებლიდან ერთ-ერთი დამფუძნებელი საერთოდ არ არის მუსლიმი, ხოლო სხვა დამფუძნებლები არ იცავენ მუსლიმურ წესებს და, ამავე დროს, არიან სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებით, ირღვევა მათი რწმენის თავისუფლება, რაც შეურაცხმყოფელია ისლამური სარწმუნეობის მიმდევართათვის”,- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

ომბუდსმენი ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდა. ათეულობით მუსლიმმა სასულიერო პირმა განცხადებით მიმართა და სახალხო დამცველს თავიანთი რელიგიური უფლებების დაცვაში დამხარება სთხოვა. სახალხო დამცველი მათ საკითხის ზედმიწევნით შესწავლას დაპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი