ახალი ამბები

პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის ქმედების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

22 იანვარი, 2014 • • 1011
პრეზიდენტი აფხაზეთში რუსეთის ქმედების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

“ჩვენ გვინდა გამოვთქვათ შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ფაქტიურად სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არ არის, უბრალოდ, ტექნიკური ნაბიჯი, არამედ ამას გააჩნია გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ და აღვნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ აქტიურად ჩართულიყო სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, შესაბამისად, ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში “სასაზღვრო ზოლი” რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ დროებით იცვლება, რუსულმა და აფხაზურმა მედიამ გაავრცელეს. აღნიშნული ინფორმაციით, ეს მდგომარეობა 20 მარტის ჩათვლით იარსებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი