ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

21 იანვარი, 2014 • • 947
ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა

წინა სხდომაზე მე დავტოვე დარბაზი, მიუხედავად ამისა, დაცვის მხარეს კვალავ არ გვეძლევა საშუალება ვიდეომასალა ვაჩვენოთ მოწმეებს, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. ეს მე ვფიქრობ, არა მარტო თქვენი, ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, ამ მუქარის გაგრძელებაა, რაც ყაჩაღმა პროკურორმა დაიწყო, როგორც ჩანს, ამას პრემიერი უდგას სათავეში. ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა.


დღეს უკვე დაიბარეს ჩემი მეუღლე. როგორც ჩანს, ზეწოლას მარტო ჩემზე კი არ ახორციელებენ, გადავიდნენ ნათესავებზე. გადაწყვიტეს მე გამტეხონ იმით, რომ ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დაიწყონ ასეთი სასაცილო, პატარკაცული პროცესი,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ თამარ მერაბიშვილის დაბარება პროკურატურაში უკავშირდება ვანო მერაბიშვილზე ზეწოლას.

 

ადვოკატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ, როცა ის საკნიდან ფარულად გაიყვანეს, დაემუქრნენ, რომ მასზე ზეწოლას განახორციელებდნენ, თუკი უარს იტყოდა თანამშრომლობაზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ საქმეებზე:

 

“სწორედ ეს ხდება თაკო მერაბიშვილის დაბარებით,” – განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღეს პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად დაბარებულია ვანო მერაბიშვილის მეუღლე – თამარ მერაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი