კობახიძე მანამდე შსს–ში მუშაობდა, რომელსაც პრემიერად დანიშვნამდე ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. კერძოდ, კობახიძეს შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსის პოზიცია ეკავა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად:
“კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ–ფუნქციურ ცვლილებები, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გაიმართება უახლოეს მომავალში”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.