ახალი ამბები

უჩა ნანუშავილი: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე კითხვები კვლავ მაქვს

16 იანვარი, 2014 • • 910
უჩა ნანუშავილი: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე კითხვები კვლავ მაქვს

“გამოძიება უნდა ჩატარდეს ისეთი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია და კითხვის ნიშნები არავის არ დარჩეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ნამდვილად მოხდა თუ არ მოხდა, ამისთვის ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა გამოძიება, რომ გამოძიებას გაეცა კითხვები ყველა კითხვაზე. მე ეს კითხვები ჯერჯერობით კვლავ მაქვს”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

მერაბიშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის მხრიდან მუქარის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს განაცხადა. მისი თქმით, იგი შუაღამისას გაიყვანეს საკნიდან და იმ დროისთვის მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

 

აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ჩაატარა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, რომლის თანახმადაც მერაბიშვილის მიერ დასახელებული ფაქტები არ დადასტურდა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი