ახალი ამბები

ბესელიას თქმით, მერაბიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ჩანაწერები 24 საათში იშლებოდა

16 იანვარი, 2014 • • 877
ბესელიას თქმით, მერაბიშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ჩანაწერები 24 საათში იშლებოდა

მე ვამბობდი, რომ აუცილებელი იყო ამ ფაქტის შემოწმება და შესაბამისი სტრუქტურა ამ შემთხვევაში იყო სასჯელაღსრულების სამინისტრო. საქმე ეხებოდა პროკურატურის მთავარ პირს და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი მუშა პროცესი იყო სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვეწოდა. მე სხვაგვარად დავსვამდი საკითხს,

“თუ ვინმემ იცოდა, რამდენსაათიანი ჩაწერის რეჟიმი არსებობდა სწორედ იმ დაწესებულებაში, სადაც ბატონი მერაბიშვილი იმყოფება, ეს ვინმე არის ბატონი მერაბიშვილი თავად და ეცოდინებოდა ქალბატონ კალმახელიძეს თავის დროზე. იმიტომ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს ტექნიკური საშუალებები იყო დამონტაჟებული, სხვადასხვა დაწესებულებაში იყო სხვადასხვა პარამეტრის და სხვადასხვა სტანდარტის. ზოგან არის ერთკვირიანი, ზოგან, 24- საათიანი, 10-დღიანი და ა.შ. ასე რომ, თუ ვინმემ იცოდა, რომ 24 საათში იცვლებოდა ეს ჩანაწერების სისტემა, ეს იყო მერაბიშვილი. იმ პერიოდში, როდესაც ის იყო შს მინსიტრი, მახსოვს კარგად, რომ აქტიურად იყო ჩართული ციხეებში პატიმრებთან უკანონო მუშაობით. მან, როგორც ჩანს, ამიტომ გააკეთა განცხადება ორი დღის შემდეგ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამ საქმის დეტალების გარკვევა ლეგიტიმურად მოახდინა სასჯელაღსრულების სამინისტრომ, რადგან საქმე პროკურატურის მთავარ პირს შეეხებოდა. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასკვნის შინაარსი არ ემყარება მხოლოდ ჩანაწერს, გამოიკითხა ათეულობით ადამიანი და ჩანაწერის გარდა ესეც მტკიცებულებების ერთ–ერთი ფორმაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი