დღეს, 15 ივნისს, ვაკეში კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ, ჰაერში ისროდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებული არავინაა.
როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ჯერჯერობით არ ვიცით, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი. შსს-ში განგვიცხადეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.