ახალი ამბები

თბილისში ახალგაზრდა კაცი ბლაგვი საგნით მოკლეს

14 ივნისი, 2018 • 1807
თბილისში ახალგაზრდა კაცი ბლაგვი საგნით მოკლეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდო ურთიერთშელაპარაკების შედეგად ბლაგვი საგნით მოკლეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, სხეულის დაზიანებები სავარაუდო დამნაშავესაც აღენიშნება. ის ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშაა გადაყვანილი.

გამოძიება საქმეზე 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი