ახალი ამბებისამართალი

ბაია პატარაია, ტაბულა, ჩერგოლეიშვილი და სხვები – ვის უჩივის ზვიად დევდარიანი

11 ივნისი, 2018 • 5855
ბაია პატარაია, ტაბულა, ჩერგოლეიშვილი და სხვები – ვის უჩივის ზვიად დევდარიანი

ზვიად დევდარიანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით. მისმა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მოპასუხე მხარეებიდან დაასახელა 8 პირი, რომლებსაც უჩივიან:

  1. თამარ ჩერგოლეიშვილი;
  2. ბაია პატარაია;
  3. ნინო დანელია;
  4. თამარ ყურაშვილი;
  5. თამარ კაკაბაძე;
  6. იდა ბახტურიძე;
  7. ეკატერინე ონიანი;
  8. ტაბულა.

“4 ე.წ. მსხვერპლს არ დავასახელებ. ვუფრთხილდებით მათ პირად ცხოვრებას, მათ უკან ოჯახებია. ისინი მობრძანდებიან სასამართლოში და არ არის გამორიცხული, სასამართლოს დახურვაც კი მოვითხოვოთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით,” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატის განმარტებით, მხოლოდ “ტაბულას” იმიტომ უჩივიან, რომ მათ პირველებმა გაავრცელეს ზვიად დევდარიანის შესახებ სტატია და სურთ, “ინფორმაციის უარყოფა ამავე გამოცემაში მოხდეს.”

რაში ადანაშაულებენ ზვიად დევდარიანს – კონფიდენციალური ისტორიები

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს.

სარჩელის შეტანა და დევდარიანის მხარის კომენტარები – ჩანაწერი:

მასალების გადაბეჭდვის წესი