გუდაურში პარაპლანისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ერთი მხრივ, ქართველი, მეორე მხრივ კი რუსი და უკრაინელი პარაპლანისტებისაგან შემდგარი ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდება ფიზიკურად ადამიaნთა ჯგუფი რუს პარაპლანისტს, შემდეგ კი მის მანქანას ქვებს უშენენ.
თუმცა, დაპირისპირების მიზეზები და სხვა დეტალები ამ დრომდე დაუზუსტებელია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე და 187-ე, შესაბამისად, ძალადობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცავებს, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.