ახალი ამბები

დაზვერვის სამსახურს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უხელმძღვანელებს

27 დეკემბერი, 2013 •
დაზვერვის სამსახურს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უხელმძღვანელებს

 დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. როგორც პრემიერის პრესსამსახური იუწყება, მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე.

 

“შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი, გელა ბეჟუაშვილი და დავით სუჯაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, გელა ბეჟუაშვილი და დავით სუჯაშვილი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 2012 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. მაშინ შს მინისტრის თანამდებობაზე ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობდა. 1999–2012 წლებში სუჯაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურში იყო დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი