“აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ი. მერაბიშვილის ბრალის დამადასტურებელი, დამაჯერებელი მტკიცებულების არასწორ ინტერპრეტაციას. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენება ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ან გამომრიცხველია საჭირო ფაქტობრივი გარემოებები და სხვა მონაცემები. ამასთან, პირს განზრახული უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. მოწმე თეიმურაზ პატარიძემ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე, სასამართლო სხდომაზე მისთვის ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით მისცა თანმიმდევრული და ამომწურავი ჩვენება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე თქმით, საქმის მსვლელობისას მტკიცებულებების გამოკვლევა ობიექტურად მიმდინარეობს და მხოლოდ მათი ურთიერთშეჯერებითა და ანალიზით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
25 დეკემბერს ამ ეპიზოდზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დახურული პროცესი გაიმართა, სადაც მოწმის სახით დაიკითხა აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე ვანო მერაბიშვილის საქმის იმ ეპიზოდზე, რომელიც კვარიათში მდებარე აგარაკის საკითხს ეხება