ახალი ამბები

უსუფაშვილი: მერაბიშვილის საქმის მოკვლევა მალე დასრულდება

27 დეკემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: მერაბიშვილის საქმის მოკვლევა მალე დასრულდება

ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “არგუმენტებში” განაცხადა: 

 

“მოუთმენლად ველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის დასრულებას მერაბიშვივილის საკითხზე. ველი არა იმიტომ, რომ კოშმარული ეჭვები მაქვს, ან რამე მესიზმრება შუაღამისას. არამედ ველი იმიტომ, რომ ასეთ საკითხებზე, რომელიც ვინც არ უნდა დასვას, თუნდაც ისეთმა კონკრეტულმა პიროვნებამ, ისეთი როგორიც არის მერაბიშვილი, ან ნებისმიერი სხვა ბრალდებული, მსჯავრდებული თუ ეჭვმიტანილი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუ ასეთი საკითხი დაისვა, ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს უმწიკვლო. აქ არ მოდის საუბარი, რომ შენ 50 არასწორი ქმედება ჩაიდინე და მოდი, მე ნახევარს ჩავიდენ. სახელმწიფოს და ხელისუფლების სტანდარტი არის შემდეგი: არც ერთი გადაცდომა, არც ერთი დარღვევა, არც ერთი უკანონობა. თუ ასეთ საკითხებზე ერთ ჟურნალისტს მაინც კითხვა დაებადა, ხელისუფლებას არ აქვს იმისი უფლება თქვას, რომ არ მიმაჩნია მე ეს მნიშვნელოვნად  და ამიტომ ამაზე არ გიპასუხებთ.” 

უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013
უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013

 

უსუფაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანაში, ყველა პატიმარი ცდილობს თავისი ინტერესების სასარგებლოდ რაღაცა მოქმედებებს:”ეს მისი მოვალეობაა, როგორც პიროვნების, რომ დაიცვას თავი ყველა ხერხით და საშუალებით.  ეს არ ათავისუფლებს პროკურორს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას იმ ვალდებულებისგან, რომ თუ კითხვა დაისვა ასეთი, იმაზე დამაჯერებელი და მკაფიო პასუხი გაიცეს. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ამ საკითხის მოკვლევის დასრულებას დიდი დრო აღარ სჭირდება და საზოგადოებასმ უნდა ნახოს და გაიგოს ყველაფერი, რისი გამოძიებაც მოხდება.”   

მასალების გადაბეჭდვის წესი