ახალი ამბები

ექსპერტიზის ბიუროს შსს-ს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს

26 დეკემბერი, 2013 •
ექსპერტიზის ბიუროს შსს-ს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს

შესაბამის ბრძანებას ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს მოაწერა ხელი. გიორგი თვაური წინა ხელისუფლების დროს ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციას ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ამავე სამინისტროს სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი იყო.


2012 წლიდან იგი შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დასაქმდა.


ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დაინიშნენ იუსტიციის და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებად.

გიორგი თვაური, ფოტო: 24 საათი
გიორგი თვაური, ფოტო: 24 საათი

მასალების გადაბეჭდვის წესი