იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი შს მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ტაბატაძე მისი მოადგილე იყო. იგი ამ თანამდებობას ჭიკაიძის შს მინისტრობის პერიოდშიც ინარჩუნებდა.
მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, მისი კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე შსს-ში – ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
იუსტიციის სამინისტროში ალექსანდრე ტაბატაძე აღსრულების პოლიციის, აგრეთვე, ადამიანის ტრაფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.