“ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები.
ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას, საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას.
მე ვხედავ, რომ ჩემი წარმოდგენები სხვადასხვა სახის ფობიების წინააღმდეგ ბრძოლაზე გაზიარებული არ არის ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობის მიერ და ამიტომ მე გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ ვიყო ამ თემის წინამძღოლი.
მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი.
მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე.
ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი. მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე – მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს.
ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და დამდეგ ახალ წელს”. -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.