თბილისის მერს, გიგი უგულავას ახალი ბრალდება 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვისათვის“ გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.
“გიორგი უგულავასათვის წარდგენილი ბრალდება წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”.- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს, 18:00 საათზე იმსჯელებს.
