ახალი ამბებიეკონომიკა

ვადაგადაცილებულ სესხზე ჯარიმის დაანგარიშების წესი შესაძლოა შეიცვალოს

29 მაისი, 2018 • 2908
ვადაგადაცილებულ სესხზე ჯარიმის დაანგარიშების წესი შესაძლოა შეიცვალოს

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმის დაწესების წესი იცვლება და მასზე ლიმიტი წესდება.

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვადის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმის დაანგარიშებისას სესხის ნარჩენი თანხიდან  ჯარიმა დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

“გაუქმდება ნეგატიური პრაქტიკა, როდესაც ჯარიმა იანგარიშებოდა არა დარჩენილი თანხიდან, არამედ სასტარტო თანხიდან. მაგალითად, თუ მომხმარებელს სესხი ჰქონდა 1000 ლარი და მან 800 ლარი გადაიხადა, იყო შემთხვევები, როდესაც ჯარიმა იანგარიშებოდან 1000 ლარიდან. ეს სრულიად მიუღებელია. გარდა ამისა, შემოგვაქვს მაქსიმალური ზედა ზღვარი მსგავსი ტიპის ჯარიმების დაწესებისას. თუ ადამიანმა 1000 ლარის სესხი აიღო, 800 ლარი გადაიხადა და დარჩენილ 200 ლარს ვეღარ იხდის, კრედიტორს უფლება არ აქვს, 300 ლარზე მეტი მოსთხოვოს მომხმარებელს,”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებს საფინანსო სექტორში სამართლიანი წესების დაწესებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვით ხსნიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო-საბანკო სფეროში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში კანონპროექტის სახით მალე შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი