საზოგადოება

საქართველოს მომავალი ევროპაშია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

25 მაისი, 2024 •
საქართველოს მომავალი ევროპაშია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე  თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“, – წერს მირზა გელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი