ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული მიდგომა სჭირდება

19 დეკემბერი, 2013 • • 1128
წულუკიანის თქმით, მერაბიშვილის განცხადებას სერიოზული მიდგომა სჭირდება

“გამოვრიცხავ, რაიმე ტიპის უკანონო ქმედებაში იყოს ჩართული პროკურატურის რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ როდესაც პატიმარი რაღაცას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მინისტრი თუ რამდენიმე მინისტრი ამას გამორიცხავს თავისი პირადი გადასახედიდან, ამას ჭირდება სერიოზული მიდგომა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” იუსტიციის სამინისტროს მუშაობის 1 წლის თავთან დაკავშირებით გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი