“მე გუშინ მოვისმინე რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება. თურმე მე ფსიქოანალიტიკოსი მჭირდება. ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე კარგი სპეციალისტია ფსიქოანალიზის და ალბათ დამეხმარება. სხვა არაფერი არ დარჩენია ხელისუფლებას, რომ მე მიწოდოს გიჟი,”- განაცხადა მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს მისი პროცესი გაიმართა. 

 

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ფსიქიკური ზეწოლა მოახდინა და ახლობლების დაპატიმრებით დაემუქრა. 

 

მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძე სთხოვდა, რომ მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა გამოძიებასთან. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება ფსიქოანალიტიკოსებმა უნდა შეაფასონ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *