ახალი ამბები

მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაზარალებული მოწმეები დაიკითხნენ

18 დეკემბერი, 2013 •
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაზარალებული მოწმეები დაიკითხნენ

სასამართლო სხდომა შესვენების შემდეგ მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვით განახლდა. 6 დასაკითხი მოწმიდან დღეს 4 მოწმის დაკიხთვა მოესწრო. მოწმეები იყვნენ გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე, რონალდ კლდიაშვილი, ბესიკ ტაბატაძე. 

 

“ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ მასალა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცილეების მხრიდან ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ეს იყო უკანონო მიტინგი. ეს იყო ძალადობრივი აქცია. ეს იყო აქცია მიმართული წინასწარდაგეგმილი წინააღმდეგობის გასაწევად პოლიციასთან და ეს მიზანი გაჟღერებული ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. დღევანდელი მოწმეები იყვნენ ტენდენციურები. მათი დაფიქსირებული პოზიცია “სააკაშვილის რეჟიმის” მიმართ ცალსახად ნეგატიური პოზიციაა ბრალდებულის მიმართ. მათი ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს”,- განაცხადა ოთო კახიძემ, ვანო მერაბიშვილის ავოკატმა

 

პროკურორი ჯარჯი წიკლაური მიიჩნევს, რომ მოწმეების ჩვენებმა ცხადჰყვეს, რომ 26 მაისს ძალის გადამეტებას სიტემური ხასიათი ჰქონდა.

 

“დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე თავისი შესავალი სიტყვისას შეეცადა ივანე მერებიშვილის ბრალეულობა გადაებრალებინა რიგით პოლიციელებზე, ვინც თითქოსდა ინდივიდუალურად გადაამეტეს ძალას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, დაცვის მხარის მცდელობა რომ მერაბიშვილის დანაშაული გადააბრალოს რიგით პოლციელებს, არ გაუვათ სასამართლო პროცესებზე”,- განაცხადა პროკურორმა. 

 

გიორგი მამაცაშვილი და ბექა სივსივაძე 2011 წლის 25 მაისს გაზეთში “ასავალ-დასავალი” მუშაობდნენ. მათი თქმით, “სახალხო ფრონტის” ორგანიზებულ მიტინგზე ისინი აქციის გასაშუქებლად მივიდნენ, როდესაც აქციის დაშლა დაიწყეს. 

 

გიორგი მამაცაშვილს სხდომაზე მოტანილი ჰქონდა “ხამუტები”, რომლითაც, მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მას ხელები შეუკრეს. გიორგი მამაცაშვილი ახლა მედიაჰოლდინგ “რეპორტიორის” გენერალური დირექტორია. 

 

ბექა სივსივაძის განცხადებით, რომელიც ახლა გლდანის მაჟორიტარის, სოსო ჯაჭვლიანის ბიუროში მუშაობს, გიორგი მამაცაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. სივსივაძემ და მამაცაშვილმა სასამართლოს განცუხადეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმები იყენებდნენ ძალას მშვიდოებიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მათი თქმით, აქციის მონაწილეებს მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები ან სხვა იარაღები არ ჰქონიათ. 

 

დანარჩენი ორი მოწმე, როლანდ კლდიაშვილი და ბესიკ ტაბატაძე, აქციის მონაწილეები იყვნენ. ტაბატაძის თქმით, იგი სისტემატურად დადიოდა აქციაზე და თავადაც იზიარებდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას. მისი თქმით, რეზინის ტყვიამ მას თვალი დაუზიანა. კლდიაშვილის მტკიცებით, 26 მაისის შედმეგ ნეკნები გაუტყდა, რაც მაშინ აღმოაჩინა, როცა შეხორცებული ჰქონდა. 

 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროკურატურის წარმომადგენლებს სხდომის ბოლოს მისცა განმარტება, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს “გონივრულ ვადაში” მიაწოდოს დასაკითხი მოწმეების ნუსხა. 

 

“დაცვის მხარეს წინასწარ მიეწოდა იმ დაზარალებულთა სია, რომლის დაკითხვასაც ვაპირებდით. ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე ვუთხარით, რომ დაზარალებულებით დავიწყებთ დაკითხვას. წრე ჩამოვუთვალეთ, ვისაც დავკითხავდით”,- განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

 

შემდეგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება, რომელზეც, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, იმავე რაოდენობის მოწმე დაიკითხება. 

 

სასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, 26 მაისს “სახალხო ფრონტის” ორგანიზებული აქციის დაშლისას ძალის გადამეტების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე დაიწყო. პროცესზე შესავალ სიტყვაში დაცვის მხარემ წარმოადგინა 15-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი, სადაც მათი მტკიცებით დასტურდება, რომ 26 მაისის აქციის მოანაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას და ძალას იყენებდნენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი