ახალი ამბები

GDI: მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები საგანგაშოა

18 დეკემბერი, 2013 •
GDI: მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები საგანგაშოა

“ამავდროულად, GDI მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ გამოძიების ობიექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებს.

აუცილებლად მივიჩნევთ, დროუალდ მოხდეს სათანადო ვიდეომასალის ამოღება შესაბამისი უწყებებიდან, რომელიც სიცხადეს შეიტანს ყველა ამ ბრალდებაში. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული მასალები განადგურებული არ იქნება და ის მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვისაც”, – ნათქვამია GDI–ს განცხადებაში.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საგანგაშოს უწოდებს იმ ბრალდებებს, რასაც მერაბიშვილის განცხადება შეიცავს:

 

‘მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას სახელმწიფო სერიოზულად უნდა მოეკიდოს და უზრუნველყოს სწრაფი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება. აღნიშნული განსაკუთრებით აუცილებელია იმ ფონზე, როდესაც სავარაუდო ზეწოლის ფაქტი დაკავშირებულია ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, რომლის მიმართ პატიმრობის გამოყენებისა და მიმდინარე საქმის სიმყარის თვალსაზრისით საზოგადოებაში სამართლიანად არსებობს მთელი რიგი კითხვები.

 

განსაკუთრებით დამაფიქრებელია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა პირველადი შეფასებები გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საჯარო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ასახავს გარკვეულ წინასწარ განწყობებს და საფრთხის შემცველია გამოძიების ობიექტურობის და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით. მათ შორის ყველაზე საგანგაშოა თავად პროკურატურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არ აპირებენ ხსენებული საქმის გამძიებას.

 

არანაკლებ დამაფიქრებელია პარლამენტარ თინათინ ხიდაშელის განცხადებაც, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თუ მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი არ დადასტურდება, ის უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ბრალდებისთვის. აღნიშნული პოზიცია შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საკანონმდებლო წესრიგს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი