ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატების მტკიცებით, მათ დასაკითხ პირთა სია არ მიაწოდეს

18 დეკემბერი, 2013 • • 1001
მერაბიშვილის ადვოკატების მტკიცებით, მათ დასაკითხ პირთა სია არ მიაწოდეს

“აქამდე ჩვენ გვეძლეოდა საშუალება, რომ დასაკითხ მოწმეთა სია მიგვეღო, მაგრამ ბოლოსკენ, ქუთაისში შეწყდა ეს პროცესი და გუში პროკურატურამ გვითხრა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ მოქმედებს “სხვა სტანდარტი” და მოწმეების სიას წინასწარ აღარ მოგვაწოდებენ. ლოგიკურად ჯდება მიმდინარე პროცესების ჭრილში, რომ ვანო მერაბიშვილი არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი”, – განაცხადა ოთო კახიძემ.

მოწმეების თაობაზე დაცვის მხარემ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას სთხოვა, მიეცათ დრო მერაბიშვილთან კონსულტაციისთვის, მოსამართლემ მოთხოვნა ბადრაგთან გასაუბრების შემდეგ არ დააკმაყოფილა.

“უხერხულიც კი იყო, რომ მოსამართლე სხდომის დარბაზში საბადრაგო სამსახურს ეკითხება როგორ მოიქცეს. საბადრაგო სამსახურს კანონის არც ერთი მუხლი არ მოუყვანია, რომლის საფუძველზეც უარი გვითხრა ბრალდებულთან გასაუბრებაზე”,  განაცხადა კახიძემ. მისი თქმით, ეს არის სხდომაზე შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა 15- წუთიანი ვიდეო, რომელიც მათი აზრით ადასტურებს, რომ 26 მაისი აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის, რისი აღკვეთაც ვანო მერაბიშვილის მოვალოება იყო.

პროცესზე მოწმეთა დაკთხვა ჯერ არ დაწყებულა, ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.

ვანო მერაბიშვილ მიიჩნევს, რომ პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ “პროკურატურა მოწმეებს ამოეფარა და ემოციებით თამაშობს”, – განაცხადა მერაბიშვილმა პროცესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი