ახალი ამბები

საქართველო კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის კომიტეტის წევრად აირჩიეს

17 დეკემბერი, 2013 • • 1385
საქართველო კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის კომიტეტის წევრად აირჩიეს

სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები 2013 წლის 17 დეკემბერს პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მე-2 ოქმის 59-მა წევრმა სახელმწიფომ, რომელთაგან 41 ქვეყნის დელეგაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

“კომიტეტის წევრობა საქართველოს მისცემს საშუალებას აქტიურად იყოს ჩართული და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე.

 

შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტის შემადგენლობაში შედის 12 ქვეყანა. კომიტეტის მიზანია გააძლიეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ძეგლისთვის „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის” სტატუსის მინიჭება, ამ სტატუსის დროებით შეჩერება ან ჩამორთმევა და კონვენციის ფონდიდან საერთაშორისო დახმარების გამოყოფა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი