“არასერიოზულია ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, გატაცებები, თავზე ჩამოცმები ეს არ უკავშირდება ჩვენს პერიოდს. ჩვენ მსგავსი მეთოდებით არ ვმუშაობთ. თუ რაიმე გვაინტერესებს, არსებობს მთელი რიგი პროცედურები. გამომძიებლები შევლენ და დაკითხავენ. ამის საჭიროება არ არსებობს, უბრალოდ.”
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მედიამ ამ შემთხვევაში რესპოდენტები ფსიქოლოგებში უნდა ეძებოს:
“ჩემზე უკეთესი რესპონდენტი შეგიძლიათ მოიკითხოთ ფსიქოლოგების სახით. ფსიქოანალიტიკოსები გააკეთებენ უფრო კომპეტენტურ კომენტარს, ან ფსიქიატრებიც შეიძლება. არ ვიცი, რა შეიძლება ეს იყოს. ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია დაგეგმილი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს მცდელობა მოხდეს დისკრედიტაცია ახალი პროკურორის. ალბათ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული გადაჭარბებული შიშისგან. ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვერსია და ვარიანტი, თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება.”
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მერაბიშვილის პოზიცია რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
“ერთი ის, რომ ალბათ მოჭარბებული შიში აქვს. მე მოვისმინე ინფორმაცია, რომ დააკევეს ძველი თბილისის გამგეობის თანამშრომელი. რომელიც წარსულში იყო ზურაბ ჟვანიას მძღოლი და პირადი დაცვა. ან მეორე ვერსია, რომ ის ცდილობს დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. ძალიან უცნაურად დაემთხვა დაკავება, თუმცა ის სხვა საქმეზეა დაკავებული. ალბათ მაინც მოეძალა ეს შიში. ჩემი შეფასება ასეთია, რომ მიზანმიმრთული იყო- ერთი ის, რომ მოხდეს პროვოკაცია, მოხდეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლების და მეორე, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟება ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა. გააკეთა აქცენტი ჟვანიას სავარაუდო, ძალიან ბუნდოვნებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მან გააკეთა ასევე აქცენტი მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ, ისინი ერთმანეთში უფრო კარგად გაარკვევენ.”