ახალი ამბები

წულუკიანი: შესაბამისმა უწყებებმა მერაბიშვილის განცხადებას უნდა უპასუხონ

17 დეკემბერი, 2013 •
წულუკიანი: შესაბამისმა უწყებებმა მერაბიშვილის განცხადებას უნდა უპასუხონ

ამის შესახებ წულუკიანმა კომენტარია “რუსთავი2″–ის გადაცემა “კურიერში” გააკეთა:  

 

“ჩემთვის ეს არის აბსოლიტურად ახალი ინფორმაცია. ძალიან მიკვირს, წარმოუდგენელიც კი მგონია, რომ ამგვარი რამე მომხდარიყო, თანაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომელიც თვისობრივად სხვა მეთოდებით მუშაობს. მით უმეტეს, მთავარ პროკურორს გამოეყენებინა ასეთი მეთოდი. ეს მიმაჩნია გამორიცხულად, თუმცა, რაკი ეს განცხადება გაკეთდა, რა თქმა უნდა, სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. არ უნდა მოვეკიდოთ ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა და პირდაპირ ამბობდა, რომ ყველა დანარჩენი იტყუებოდა მის გარდა.”  

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვანო მერაბიშვილის განცახდებაზე კომენტარი უნდა გააკეთონ:”მე მგონია, რომ ეს არის გამორიცხული. თუმცა, რაკი ეს სასამართლო სხდომაზე გაკეთდა და ბრალდებულმა ეს განცხადება გააკეთა, შესაბამისმა უწყებებემა კომენტარები უნდა გააკეთონ. სერიოზულობით უნდა  მოეკიდონ ამ განცხადებას და გასცენ დასაბუთებული პასუხი. განსჯადობის საკითხები არის ბრძანებაში ჩაწერილი და გამოიძიებს ის, ვინც ჩაითვლება და იქნება მიუკერძოებელი, თუკი დადგა გამოძიების თემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს განცხადება არის წარმოუდგენელი რამ და უნდა გაეცეს პასუხი. არც ის გამოვრიცხოთ, რომ ვანო მერაბიშვილმა არც ის გაითავისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და სხვა მეთოდებით მუშაობს.”  

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ზეწოლა განახორციელა, რათა მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხეილ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეებზე ეთანამშრომლა მათთან.

 

ვანო მერაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა ამ საკითხზე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი