ახალი ამბები

ირაკლი მელაშვილი თავის გათავისუფლების მიზეზად სამთავრობო ცვლილებებს ასახელებს

13 დეკემბერი, 2013 •
ირაკლი მელაშვილი თავის გათავისუფლების მიზეზად სამთავრობო ცვლილებებს ასახელებს

ირაკლი მელაშვილი
ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილი აღნიშნული ცვლილების მიზეზად სამთავრობო ცვლილებებს ასახელებს და ამბობს, რომ პრემიერი უფლებამოსილი იყო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო:

 

“მე ჯერჯერობით ვრჩები მოადგილედ იმავე დეპარტამენტში. ეს არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტიელბა და ის, ცხადია, სრულიად უფლებამოსილია ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მე გუშინ მქონდა საუბარი ამის თაობაზე, არანაირ პრობლემას ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ წარმოადგენს. ეს  გადაწყვეტილება უკავშრიდება სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მოხდება.”

 

მელაშვილის თქმით, მისი კანდიდატურა რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე არ განიხილება:

 

“არა, წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ამას ცოტა სხვა ტიპის კვალიფიკაცია სჭრიდება, ვიდრე მე მაქვს.”

 

მელაშვილის ნაცვლად  13 დეკემბრეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აკაკი ჩხენკელი წარადგინა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ჩხენკელი ამ თანამდებობამდე შსს სამინისტროში მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს და ეკავა  გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი