ჭიაბერაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ლაშა ნაცვლიშვილის “შეკერილია”:
„პროკურატურის მთავარმა მოწმემ რამაზ სულამანიძემ გუშინ თავისი ჩვენებით არ დაადასტურა პროკურატურის მთავარი ბრალდება, რომ პროგრამა შეიქმნა ყალბად სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები დაესასქმებინა, ან ვანო მერაბიშვილს, ან მე. პირიქით, მისმა ჩვენებამ აჩვენა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი, რომ ის განხორციელდა 600 ათას ოჯახში ვიზიტით, რომ უნიკალური ბაზა შეიქმნა და მისმა ჩვენებამ ასევე დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე პირადად ლაშა ნაცვლიშვილის მიერ არის შეკერილი. სულამანიძის მიმართ საქმის არდაწყების გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ლაშა ნაცვლიშვილთან შეხვედრის შემდეგ, როცა მან პირდაპირ უთხრა, რომ ინტერესი არ არის სულამანიძის ან ჭიაბერაშვილის დაჭერა, არამედ საქმის მთავარი მოტივი არის ვანო მერაბიშვილის დაჭერა.”
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს განახლდება.