საყოველთაო ნათლობაზე ელოდნენ პატრიარქს, ტაძართან მობილიზებული იყო სამთავრობო დაცვა.
“ბათუმელებთან” საუბარში ტაძრის მრევლმა ლია ცინცაძემ შემდეგი განაცხადა:
“ბავშვებთან ერთად ტაძარში პატრიარქის სანახავად მოვედი. გვითხრეს, რომ პარტიარქი საღამოს ექვს საათზე ბათუმში ბენზეს დასახლებაში მდებარე ტაძარში მივიდოდა და იქ დალოცავდა მრევლს. თუმცა, რატომ არ მივიდა ილია მეორე ბათუმის საკათედრო ტაძარში არ უთქვამთ.”
ბათუმის საკათედრო ტაძარში ნათლობა პატრიარქის გარეშე ჩატარდა.
