“ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს დარბაზში გვესწრება ორი ჩვენი კოლეგა: კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2003 წლის მოვლენების მშვიდობიანად დასრულებასთან დაკავშირებით მთავარი მოქმედი პირი იყო და დღეს გვყავს გიორგი გახარია, რომელმაც 13 მაისი მშვიდიობიანად კონფლიქტის გარეშე დაასრულა”, – ეს განცხადება დეპუტატმა მარიამ ჯაშმა გააკეთა პარლამენტში, სადაც დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.
დეპუტატები შს მინისტრთან განიხილავენ გასულ კვირას ჩატარებულ სპეცოპერაციებს კლუბებში, ბასიანსა და გალერიში:
“ეს არის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურა არასდროს წავა საზოგადოების წინააღმდეგ”, – თქვა ჯაშმა.

![რატომ შეადარა მარიამ ჯაშმა ერთმანეთს გიორგი გახარია და კობა ნარჩემაშვილი [ვიდეო] რატომ შეადარა მარიამ ჯაშმა ერთმანეთს გიორგი გახარია და კობა ნარჩემაშვილი [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/01/მარიამ-ჯაში-e1486027367306.jpg)






