შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში 2013 წლის 11 თვეში მომხდარი დანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნოემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით, დანაშაულმა 1336 ერთეულით იკლო, რაც 34,9%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59,1%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41,9%-ით მოიმატა.
2013 წლის 11 თვის მონაცემების 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის მასშტაბით 26 628 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 15 876 და გახსნის მაჩვენებელი 59,6%–ს შეადგენს.
2012 წელს ქვეყანაში 35 120 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 6 448,
გახსნის მაჩვენებელი 18,4%–ს შეადგენს. დანაშაულის კლების მაჩვენებელია 8 492 (24,2%), ხოლო გახსნის მაჩვენებლი გაზრდილია და 41,3%–ს შეასდგენს.
2013 წლის ნოემბრის თვის მონაცემების 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის მასშტაბით 2 497 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 1 476, გახსნის მაჩვენებელია 59,1%–ი.
2012 წელის ნოემბერში ქვეყნის მასშტაბით 3833 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 659. გახსნის მაჩვენებელია 17,2%.
2013 წლის ნოემბერში მოხდა დანაშაულის კლება და სხვაობამ 1 336 (34,9%) შეადგინა. ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებლი გაიზარდა და 41,9%–ს გაუტოლდა.
თბილისში 2013 წელის 11 თვეში 1 251 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 625 და გახსნის მაჩვენებელი 50%–ს შეადგენს.
2012 წელს თბილისში 1 570 დანაშაული მოხდა. აქედან გახსნილია 262 და გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 16,7%–ს.
2013 წელს თბილისში დაფიქსირდა დანაშაულის კლება და 319 (20,3%) – შეადგინა, ხოლო გახსნის მაჩვენებლმა მოიმატა და 33,3%-ს გაუტოლდა.