“ორივე პირს სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკისრა სახდელი 100–100 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნულ პირებს ბრალი ედებოდათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ხანუქას დღესასწაულს გუშინ დაკავებულების გარდა სხვა პირებიც აპროტესტებდნენ, ისინი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღესასწაულთან დაკავშირებით სანთლების დანთებას შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მთელი საღამოს მანძილზე მობილიზებული იყო პოლიცია.