“ქართველი მუსლიმები ვგმობთ 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაარბიეს ამ დღესასწაულისთვის დამონტაჟებული ტრიბუნა და ჩამოხიეს პლაკატები.
ასევე გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას იმ სასულიერო პირების ქმედებების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების თუნდაც ერთ ნაწილს უბიძგებს განსხვავებული მრწამსისა და შეხედულელების მქონე ადამიანების მიმართ სიძულვილისაკენ.
სამწუხაროდ, ბოლო დროს სისტემატური გახდა ასეთი ქმედებები სოფელ ჭელაში მუსლიმების მიმართ, ხოლო დედაქალაქში საქართველოს მკვიდრ ებრაელი ხალხის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული.
გვსურს ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ინციდენტს ექნება სწორი სამართლებრივი შეფასება და ეს ინციდენტი უარყოფითად არ იმოქმედებს საზოგადოებაზე, რომელსაც სწორად ესმის საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.