ახალი ამბები

სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი აქციებს 17 მაისამდე ჩაატარებენ

14 მაისი, 2018 • 4248
სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი აქციებს 17 მაისამდე ჩაატარებენ

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელიც პოლიციის კორდონის დაშლის შემდეგ თანმხლებ პირებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან მივიდა, აცხადებს, რომ ხვალიდან [14 მაისს] ისინი თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვას გეგმავენ.

ხვალ დაიწყება ეს აქცია ფილარმონიასთან , 17 მაისამდე აუცილებლად გაგრძელდება, მანამდე, სანამ არ ჩატარდება საპატრიარქოს მიერ დაანონსებული მსვლელობა ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით. 17 მაისს და არც სხვა დღეს საქართველოში გეი აღლუმი არ ჩატარდება. გუშინ აქ იყო განცხადებები, რომ 17 მაისს აქ იქნებოდნენ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცხრა აპრილის მემორიალთან შეიკრებილმა კონტრაქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა სისხლის დაღვრაზეც ისაუბრა.

„სისიხლის ღვრის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ჩემს მოთმენასაც აქვს საზღვარი“, – განაცხადა მან.

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით ეს დღე „ოჯახის დღედ“ არის გამოცხადებული.

რაც შეეხება აქციას “ჩვენი თავისუფლებისთვის”, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა აქტივისტებს კლუბებში შეჭრის დეტალურად გამოძიების პირობა მისცა და ბოდიშიც მოიხადა, “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” შაბათამდე მიიღო აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება. მანამდე ისინი ხელისუფლებასთან გამართავენ მოლაპარაკებას ჩასატარებელ რეფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, საპროტესტო აქციები განახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი