ახალი ამბები

სად-ს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს

30 ნოემბერი, 2013 •
სად-ს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი უხელმძღვანელებს

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე 29 ნოემბერს წარუდგინა.


“პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. დიმიტრი დარბაისელმა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, 2008 წელს, შინაგან საქმეთასამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა”– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დიმიტრი დარბაისელმა  2001 წელს დაამთავრა უშიშროების აკადემია. მან აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ღურწკაია შეცვალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას მიმდინარე წლის 13 მარტიდან 29 ნოემბრამდე იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი