“ახლა გზაში ვართ, დაახლოებით 2 საათში იქ ვიქნებით და მეცოდინება სრული ინფორმაცია, იქ მიმდინარეობს აქცია და ჩვენ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ აქციას”, – აცხადებს ევსტათი აბრამიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციისთვის აქციის შესახებ ცნობილია:
“ცნობილია პოლიციისთვის აღნიშნულის შესახებ, ისინი ადგილზე იმყოფებიან და იმოქმედებენ კანონის შესაბამისად”, – აცხადებენ შსს–ში.
“ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ შეძლო საპატრიარქოსთან დაკავშირება იმის თაობაზე, არიან თუ არა საქმის კურსში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და ხომ არ არის აქცია საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული.
სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ადგილზე სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან. გამოცემა ფოტოებსაც აქვეყნებს
ჭელაში, მეჩეთზე მინარეთი 27 ნოემბერს აღიმართა. ადიგენის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, შეკრებილთა შორის ძირითადად სასულიერო პირები არიან და ისინი ჭიშკრის გარეთ მართავენ აქციას. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე კი აცხადებს, რომ ადგილზე დაძაბულობა არ არის.