“რამდენიმე კაცია შეკრებილი, ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რომ არ აღდგეს მინარეთი, რამდენიმე სასულიერო პირია და მრევლი. თუმცა პროსტესტის უფლება ყველას აქვს. მე ვფიქრობ, დღეს საქართველომ გაიმარჯვა იმ თვალსაზრისით, რომ დემოკრატიულ ჩარჩოში მოგვარდა ეს პრობლემა”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ. მისივე თქმით, მუსლიმმა სასულიერო პირებმა მოუწოდეს ადგილობრივ მუსლიმებს, რომ თავი შეიკაონ მეჩეთთან მისვლისგან:
“ჩვენ მუსლიმ მოსახლეობას ვთხოვეთ თავი შეეკავებინათ ემოციებისგან, ღიად გამოხატვისგან, თითქოს გავიმარჯვეთ. აქ არ არიან მუსლიმები გამარჯვებული, როგორც ასეთი, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი გამარჯვება ამ ქვეყნის გამარჯვებაა ყოველთვის. აქედან გამიმდინარე, ზედმეტი ემოცია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვთხოვეთ მუსლიმებს თავი შეეკავებინათ და ასეც იქცევიან. ჯერ, ჩემი ინფორმაციით, არანაირი დაძაბულობა არ არის და ასეც გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
როგორც ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, შეკრებილთა შორის ძირითადად სასულიერო პირები არიან:
“ისინი ჭიშკრის გარეთ დგანან და აპროტესტებენ, თუმცა ეს მათი უფლებაა, მათი სურვილია და როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს”, – აცხადებს მამუკა ვაშაყმაძე.
ჭელას მეჩეთზე მინარეთი ხელახლა 27 ნოემბერს აღმართეს.
